შევეცადეთ არ გაგვეჩერებია სრულად ეკონომიკა – მაია ცქიტიშვილი

0
20

ჩვენი ამოცანაა ბალანსის პოვნა დაავადების გავრცელების შენელებასა და ეკონომიკის მუშაობის სტიმულირება. იმისთვის, რომ მივიღოთ მინიმალური ზიანი, არ გაგვიჩერებია სრულად ეკონომიკა და მაქსიმალურდ ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა ყველა იმ ბიზნესსუბიექტის საქმიანობა, სადაც არ არის საფრთხე დასაქმებული ადამიანებისთვის, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, საცალო ვაჭრობის დიდი ნაწილი სწრაფად გადაეწყო მიწოდების სერვისზე, რაც ბევრისთვის ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.

მინისტრის ინფორმაციით, დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით ეკონომიკაში 600 მილიონი ლარის დაბრუნება და ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ჩადება, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესისთვის.

“სასიხარულოა ისიც, რომ საფინანსო ინსტიტუტების სახით წლების განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინეთ და ახლა, უკლებლივ ყველა პარტნიორი გვიკავშირდება დახმარების სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები მივმართოთ ისეთ დარგებსა და პროგრამებზე, სადაც ყველაზე პოზიტიურ შედეგს მივიღებთ და ასევე დავასტაბილუროთ ვალუტის კურსი. ყველა მასტიმულირებელი ღონისძიება, რაც უკვე შევთავაზეთ სხვადასხვა პროფილის ბიზნესს და რასაც აწი შევთავაზებთ, ერთობლივად იგეგმება, ამ პროცესში ჩართულია მთავრობა, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტები,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here