26/04/2022
22:03
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა.
“ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა პრობლემა უკრაინაში წარმოიშვა 2014 წელს იქ მომხდარი გადატრიალების შემდეგ”, – განაცხადა პუტინმა შეხვედრისას.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა უკრაინის საკითხზე სერიოზული გარღვევა.
„რადგან უკრაინის საერთაშორისო უსაფრთხოების მოთხოვნები უკრაინელ კოლეგებს არ დაუკავშირებიათ ისეთ ცნებასთან, როგორიც არის უკრაინის საზღვრების საერთაშორისო აღიარებული საზღვრები. ფრჩხილებს გარეთ გაიტანეს ყირიმი, სევასტოპოლი და რუსეთის მიერ ახლადაღიარებული დონბასის რესპუბლიკები გარკვეული დათქმებით“, – განაცხადა პუტინმა.
0
0