ტრამპის სპეციალური მისიების წარმომადგენელი ვენესუელაში, სავარაუდოდ, ნიკოლას მადუროს შეხვდება
31/01/2025
20:46
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური მისიების წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი ვენესუელაში გაემგზავრება.
როგორც „სიენენი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, „გრენელი ვენესუელის ავტორიტარულ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს შეხვდება“.
მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ გრენელისა და მადუროს საუბრის მთავარი თემა აშშ-დან არალეგალური ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია იქნება.
„სიენენის“ ცნობით, ტრამპის წარმომადგენელმა შესაძლოა, დააყენოს ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელის საკითხიც. გრენელი ტრამპის არჩევის შემდეგ არაერთხელ შეხვდა ვენესუელის ოპოზიციას და მოსალოდნელია, რომ მათთან შეხვედრა ამ ვიზიტის დროსაც გაიმართება.
0
0
96
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%