31/01/2025
21:45
პოლიტიკა
სამივე პოლიტიკური ბანკროტია. ოთხი ვართო, ამტკიცებენ. ნაქირავები ხალხით ჩაატარეს არჩევნები და წამლად ვეღარ იპოვეს ვერცერთი, რომ გაყალბება გაეპროტესტებინათ, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიასა და თინა ბოკუჩავას ფოტოს აქვეყნებს, რომლებმაც დღეს ოთხი ოპოზიციური გაერთიანების სახელით ბრიფინგი გამართეს, სადაც სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართეს.
„ქართული პოლიტიკის უბედურება ერთ ფოტოში.
სამი ადამიანი დგას.
სამივე პოლიტიკური ბანკროტია.
ოთხი ვართო, ამტკიცებენ.
ნაქირავები ხალხით ჩაატარეს არჩევნები და წამლად ვეღარ იპოვეს ვერცერთი, რომ გაყალბება გაეპროტესტებინათ.
მიხვდნენ რომ ხალხმა გადარეცხა და არანაირი მოჭიდება არ გააჩნიათ.
იფიქრეს და მოიფიქრეს ხავსი - ბარიერის გადალახვა, ოღონდ ბარიერის გადალახვა იმ არჩევნებში, რომელიც მათივე მტკიცებით 400-500 ათასი ხმით გაყალბდა.
ახლა აქ სამ ბანკროტს ხომ ნაღდად ხედავთ?
სინამდვილეში ოთხი ვართო, ამტკიცებენ - ეგ რომ არ ამტკიცონ, ბარიერიც გაუტრუხდებათ, როგორც
ხავსი და ხავსსაც ვეღარ მოეჭიდებიან.
p.s. გახარია რაც მალე იტყვის რომ ამ ყველაფრისგან შორს თავს იმიტომ იჭერს, რომ ფარსია - მით უკეთესი იქნება მისთვის“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0