04/09/2022
14:40
მსოფლიო
პროექტი “Ocean Cleanup”-ის ფარგლებში, ნიდერლანდების ვეგენინგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჩრდილოეთ წყარ ოკეანეში იდენტიფიცირებადი ნაგვის (NPGP) 90% მხოლოდ 6 ქვეყნიდან მოდის, რომელთაგანაც ყველა განვითარებული ქვეყანა არის, სადაც თევზჭერითი ინდუსტრია აქტიური სექტორია. კვლევა ჟურნალ “Scientific Reports”-ში გამოქვეყნდა.
წყნარი ოკეანის ჩრდილოეთში, სუბტროპიკულ რეგიონში, ნაგვის გიგანტური კუნძული ტივტივებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კუნძული ათი ათასობით ტონას იწონის, უმეტესად პლასტმასისგან შედგება და მილიონობით კვადრატულ კილომეტრს ფარავს. ამ კუნძულის არსებობაზე პრესა ბოლო წლებში აქტიურად წერს, თუმცა აქამდე კუნძულის “სამშენებლო მასალის” წყარო დაუდგენელი იყო.
მთავარ კითხვაზე პასუხის გადაცემად, მკვლევრებმა ნაგვის 9000 ცალკეული ობიექტი გამოიკვლიეს და წარმომავლობის დასადგენად ეტიკეტებს, ლოგოებს, სიმბოლოებს, და ენას დააკვირდნენ.
ნაგვის მესამედი ამოუცნობი აღმოჩნდა - მათი წყაროს პოვნა ვერ მოხერხდა. თუმცა დადგინდა, რომ ნაგვის 26%-ს სათევზაო აღჭურვილობა შეადგენდა. მკვლევართა გასაკვირად, ტივტივები ნაგვის ობიექტების მხოლოდ და მხოლოდ 3%-ს წარმოადგენდნენ, თუმცა კუნძულის მასის მთელ 21%-ს ქმნიდნენ.
რაც შეეხება 6 ქვეყანას, რომელთაც ამ ნაგვის კუნძულის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, იაპონია პირველ ადგილზეა - ნაგვის 33.6% იაპონიიდან მომდინარეობდა. ჩინეთი შემდეგია, 32.3%-ით. სამხრეთ კორეას მესამე ადგილი უკავია - 9.95%-ით. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე აშშ და ტაივანი არიან, 6.5 და 5.6 პროცენტებით. ბოლო, მეექვსე ადგილზე კანადაა, ის იდენტიფიცირებული ნაგვის 4.7%-ის წყაროა.
მკველვრებმა გამოითვალეს და დაასკვნეს, რომ 10-ჯერ უფრო დიდია იმის ალბათობა რომ ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის ნაგვის წყარო თევზჭერითი აქტივობა იყოს, ვიდრე სასოფლო მეურნეობა.
წყარო: Phys.org
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0