ბაიდენმა უკრაინას აშშ-ის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა
17/11/2024
22:30
მსოფლიო
A-
+A
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. ინფორმაციას The New York Times, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ იარაღებს, სავარაუდოდ, კურსკის რეგიონში, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ უკრაინული ძალების დასაცავად გამოიყენებენ. ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა ასევე წერს, რომ "ბაიდენის გადაწყვეტილება აშშ-ის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა"
ოფიციალური პირების თქმითვე, რაკეტების, როგორც ტაქტიკური სარაკეტო სისტემების შორ მანძილზე გამოყენების უფლება, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ფრონტზე დამატებას მოჰყვა.
0
0
37
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%