04/10/2024
11:15
მსოფლიო
რუსეთში, ვორონეჟის ოლქში უკრაინული დრონი ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
„ვორონეჟის ოლქის, ანინსკის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვაგდეთ, რომელთაგან ერთი ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ცარიელ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის რეჟიმი ნარჩუნდება“, – აღნიშნა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსულმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში.
0
0