08/05/2022
14:01
მსოფლიო
ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ხსოვნისა და შერიგების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, ყველანი ქედს იხრიან მათ წინაშე, ვინც ნაციზმისგან იცავდა მშობლიურ მიწას და სამყაროს.
„ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინელი ხალხის ღვაწლს და მათ წვლილს ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები აღარ განმეორებულიყო, მაგრამ "ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, რაც უსამართლოა ყველასთვის".
ზელენსკის თქმით, წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ "ვერავითარი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში. მისგან ქვა ქვაზე არ დარჩება".
"მაგრამ სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. ამის მტკიცებულებაა ყოფილი შტაბი და ჰიტლერის ბუნკერი ვინიცასთან ახლოს. მხოლოდ რამდენიმე ქვაა ნანგრევები დარჩენილი მათგან, ვინც თავს დიდად და დაუმარცხებლად თვლიდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სამხედროები და უკრაინელი ხალხი - ნაციზმის დამარცხების შთამომავლები - კვლავ გაიმარჯვებენ.
"და ისევ მშვიდობა იქნება - ბოლოს ისევ. ჩვენ დავძლევთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისს გრძელდება, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება და მას უკრაინული მზე დაადნობს", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის დროშა კიდევ ერთხელ აღიმართება დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებზე.
0
0