22/09/2022
12:56
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესაბამისად, აფხაზეთსაც შეეხება. ასეთი მოსაზრება "ეხო კავკაზასთან" აფხაზეთის პარლამენტის სახალხო კრების ყოფილმა დეპუტატმა, ნატალი სმირმა გამოთქვა.
“არ ვიცი, სიტუაცია როგორ განვითარდება, მაგრამ ის, რომ ჩვენ კოლექტიურ თავდაცვაში მონაწილეობას მივიღებთ, უკვე დაზუსტებულია. ყოველივე, რა თქმა უნდა, ძალიან საზარელი, სამწუხარო, ტრაგიკული და ძალიან, ძალიან, ძალიან საშიშია! ასე რომ, ჩვენ ამ ომის მონაწილეები გავხდებით, სულ ესაა, ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე ვალდებულებების აღების თანახმად.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების თანახმად, მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ თუ შეთანხმების ერთ-ერთი მხარე რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ აგრესიას ან შეიარაღებულ თავდასხმას ექვემდებარება, მაშინ ეს შეთანხმებული მხარეზე თავდასხმად განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შეთანხმების თანახმად, ჩვენ ნაწილობრივი მობილიზაციაც შეგვეხება, რადგან ეს ჩვენთვის წაყენებული ერთ-ერთი პირობაა. ასეთი ვალდებულებები მას შემდეგ გვექნება, როცა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, 27-ში რეფერენდუმი ჩატარდება, და როცა ისინი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევლენ. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება", - განაცხადა მან.
0
0