ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე
16/09/2022
18:55
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, „რათა უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", მაგრამ, მისი თქმით, კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე და სამხედრო გზით წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა.
„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ - უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ - ბრძოლის ველზე“, - განაცხადა პუტინმა.
0
0
302
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%