21/09/2022
15:55
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ძალიან საშიშ სარისკო ბირთვულ თამაშს აწყობს, - ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა მან ასეთი უგუნური ქცევა შეწყვიტოს.
„პუტინი ბირთვულ აზარტულ თამაშს აწყობს. ის ბირთვულ ელემენტს მისი ტერორის არსენალის ნაწილად იყენებს, ეს მიუღებელია", - განაცხადა ევროპული კომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გამართეს საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებაზე ევროკავშირის რეაგირებასთან დაკავშირებით.
„ეს მოიცავს აგრესიის ყველა ასპექტს, ჩადენილ დანაშაულებს, რეფერენდუმებს, მასობრივი საფლავების აღმოჩენებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ყალბ და უკანონო რეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.
0
0