04/10/2024
11:47
მსოფლიო
ვისაც გვქონდა პრეტენზია, თუ რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა და ბოროტმა ხალხმა, რატომ არიან დღემდე დამნაშავეები არათუ პასუხისგებაში, არამედ პოლიტიკაში, მედიაში, ბიზნესში და ა.შ. აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი, დაჩი ცაგურია, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ.”
ცაგურიას განცხადებით, აგენტის სტატუსი ამ ადამიანებს ვეღარ უშველით და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.
მისივე თქმით, სამარცხვინოა სხვა ქვეყანაში სირბილი და საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების ხვეწნა.
“ვისაც გვქონდა პრეტენზია, თუ რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა და ბოროტმა ხალხმა, რატომ არიან დღემდე დამნაშავეები არათუ პასუხისგებაში, არამედ პოლიტიკაში, მედიაში, ბიზნესში და ა.შ. აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე.
მაგრამ ახლა ვეღარ უშველით მათ აგენტის ქსივა, როგორი მაგარი, ლამაზი თუ ძლიერი ქვეყნის აგენტებიც არ უნდა იყვნენ, დამნაშავეები დაისჯებიან უმკაცრესად.
რაც ყველაზე მთავარია, ადრე თუ ეამაყებოდათ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან მაგარი ქვეყნის აგენტობა, მათი ემისრობა ამ ქვეყანაში დღეს უკვე სამარცხვინოა. სხვა ქვეყნის „შაჰის კარზე“ სირბილი და ხვეწნა დაასანქცირონ საკუთარი ქვეყანა გულისამრევია უკვე ეგ ამ ქვეყანაში.” - წერს დაჩი ცაგურია.
0
0