17/12/2022
14:06
სპორტი
ორივე ფინალისტი პირველად ჩემპიონი საკუთარ კედლებში გახდა (ისევე როგორც ურუგვაი, იტალია, ინგლისი,). თუ ფრანგების გაჩემპიონობას მხოლოდ ის შავი ლაქა ჰქონდა, რომ მათ ფინალის წინ რონალდო თითქოსდა მოწამლეს და მუცლის გვემები დამართესო, არგენტინაში ბევრად უფრო რთულად იყო საქმე, მათ ბრაზილიელებთან შედარებით დიდი ანგარიშით სჭირდებოდათ ბოლო მატჩში პერუსთან მოგება, ბურთების უკეთესი სხვაობა რომ ჰქონოდათ და მოახერხეს ეს.
მაგრამ ამ ორ ჩემპიონობას ბევრი სხვა ლამაზი ნიუანსიც გააჩნდა, და პირველი რაც მეხსიერებაში ამოტივტივდა, ეს არის ორივეჯერ მუსიკალური გაფორმება საკუთარი ქვეყნის ნაკრების გამარჯვებისა, არა ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი, არამედ გამარჯვების სიმღერა, სტადიონზევე. თუ კი პარიზიდან ცოცხლად გვაჩვენეს ეს ულამაზესი ზეიმი გამარჯვებისა, 1978 წელს მხოლოდ დავით ქლიბაძის ,,სპორტულ კალეიდოსკოპში, ვნახეთ ფრაგმენტები იმ სახალხო ზეიმისა, რაც მოჰყვა არგენტინის გამარჯვებას. ჩემმა მეხსიერებამ შემოინახა ბუენოს-აირესის ქუჩებში ტრანსპარანტებით გამოსული ხალხის კადრები და ულამაზესი მელოდია - ვივა არგენტინა, და მინდა გამოვტყდე, ძალიან დიდხანს ვეძებდი მას ინტერნეტ რესურსებში, გაგახარებთ მივაგენი. სხვათაშორის რადგან მუსიკალურ გაფორმებაზე ვსაუბრობ, სამხრეთამერიკელთა კარგი გაფორმებაც ვახსენე, მსოფლიოს ჩემპიონატების სიმღერებიცა და ჰიმნებიც, ერთ საინტერესო ფაქტს გაგიზიარრებთ, ჩილეს მუსიკალურ ისტორიაში, ყველაზე გაყიდვადი სიმღერა იყო El Rock del Mundial — ჩილიური ბენდის Los Ramblers-ის შესრულებით, რომელიც დაიწერა 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და ეს იყო პირველი ასეთი შემთხვევა.
არ ვიცი ვინ შეუკვეთავს მუსიკას 18 დეკემბერს საღამოს, მაგრამ ვიცი რომ საინტერესო მატჩი იქნება. საინტერესო იქნება ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე, ამის ინტერესი კი ნამდვილად გააღვივა ორივე ნომინაციაში ლეგენდარული მესის რეიტინგების ზრდამ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ფავორიტებშ ლიდერობს მესი, და მისი ჩათვლით ფავორიტთა ათეულში 3-3 არგენტინელი და ფრანგია: მაპე, გრიზმანი, ოტამენდი, ალვარესი, ჟირუ.
ძალიან საინტერესოა ბომბარდირთა დავაც, ბრძოლას ფაქტიურად მხოლოდ ფინალისტების წარმომადგენლები შემორჩნენ, თან წყვილ-წყვილად, პსჟ-ს წარმომადგენლბს მესისა და მბაპეს 5-5 გოლი აქვთ, ალვარესსა და ჟირუს 4-4.
წინა ჩემპიონატზე ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, და ალბატ ყველას კარგად დაგვამახსოვრდა დრამატული 4-3 ფრანგების სასარგებლოდ, იმ მატჩში კილიან მბაპემ 2 გოლი შეაგდო. მსოფლიოს ჩემპიონატებზე გუნდები სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, მეორე და მესამე შემთხვევაში გამარჯვებული ჩემპიონი გახდა, აი ეს ნამდვილად გასამდება კვირას. პირველ შემთვევაში, პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინამ მოიგო და ფინალამდე მიაღწია, სადაც მასპინძლებთან დიდ ურუგვაელებთან დამარცხდა.
და ბოლოს მესამე ადგილისთვის, ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩზეც ორიოდ სიტყვა. მინდა გირჩიოთ, აუცილებლად უყუროთ ამ მატჩსაც, დარწმუნებული ვარ იმდენად დიდი იქნება ხორვატებისა და მაროკოელების მოტივაცია, თან იმდენად ლამაზ ფეხბურთს თამაშობს მაროკო, რომ ეს მატჩიც ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ნამდვილად საუკეთესო საფეხბურთო ვიკენდი გველის.
ჰოკეის გულშემატკივარი, გიორგი გოგოლაძე
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024