21/01/2025
14:14
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომელიც დანაშაულის ჩამდენი უკანონო მიგრანტებისთვის ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის შემოღებას ეხება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„მთავრობის ყველაზე მთავარი მოვალეობაა საკუთარი მოქალაქეების დაცვა საზარელი დანაშაულებისგან. ჩვენი ადმინისტრაცია არ დაუშვებს კანონების შემსუბუქების მცდელობებს, რომლებიც ითვალისწინებენ სიკვდილით დასჯას მათთვის, ვინც ამერიკელების წინააღმდეგ ძალადობის სასტიკ აქტებს სჩადის“, - წერია ტრამპის ბრძანებაში.
გარდა უკანონო მიგრანტებისა, სიკვდილით დასჯა დაემუქრება ყველას, ვინც სამართალდამცველს მოკლავს ან სხვა მძიმე დანაშაულს ჩაიდენს.
ტრამპმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა ხელი შეუწყოს შტატებს განაჩენის აღსრულებაში და შესაბამისი საინიექციო პრეპარატებით უზრუნველყოს ისინი.
ცნობისთვის, სიკვდილით დასჯა დღეს აშშ-ის 27 შტატში არის ლეგალური.
0
0