06/10/2023
22:45
კულტურა
მუსიკოსი, ცნობილი ჯგუფის „ვაკის-პარკის“ სოლისტი, ზაზა ხუციშვილი გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა.
ზაზა ხუციშვილმა კარიერაზე საუბრის პარალელურად, გადაცემაში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პოლიტიკას დაუკავშირდა და 2016 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა:
„ჩემი პოლიტიკური საქმიანობის პერიოდის გამო აღარ ვეთანხმები ხოლმე იმ მოსაზრებას, რომ ყველასათვის საყვარელი ვარ, იმიტომ, რომ ნაწილისთვის ძალიან მიუღებელი გავხდი უცებ, რა ვქნათ, ქართველებს განსხვავებული აზრის მიღება ძალიან გვიჭირს..
რა თქმა უნდა, მძიმე იყო – როდესაც ბრძოლას გამოგიცხადებენ პირდაპირ, იმიტომ, რომ თვითონ სათქმელი აღარაფერი აქვთ და მათი ძირითადი ამოცანაა, მეორე პოლიტიკური მხარე რაც შეიძლება დააკნინონ და ხალხს ალანძღვინონ – ეს ყველაფერი მარტივი არ არის“, – თქვა ზაზა ხუციშვილმა.
0
0