ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს შეხვდა
22/01/2025
16:11
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ გამოვხატე მწუხარება „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და დაღუპულების გამო. ავიაკატასტროფის ადგილიდან მტკიცებულებები აშკარაა და აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს, რათა იძულებული გახდეს სიმართლე თქვას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში გამართული შეხვედრის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების, უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის გაზრდისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
0
0
53
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%