22/01/2025
18:48
სამართალი
საქართველოს პროკურატურაში, ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებულმა გიორგი გახარიამ, სახელმწიფო უწყების შენობა დატოვა.
მისი თქმით, ის ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის
აღნიშნული ინფორმაციის გარდა, პოლიტიკოსმა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის, გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იყო დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.
გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.
0
0