22/01/2025
20:41
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებულ საგამოცდო ცენტრს იკავებენ. მათი თქმით, ისინი ცდილობენ "დისკომფორტი შეუქმნან" სისტემას, რათა "წამოიყვანონ კომპრომისზე".
ვიდეოში, რომელიც "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" გაავრცელა, ჩანს რომ სტუდენტებმა შენობის ორივე შესასვლელი ავეჯით დაბლოკეს.
სტუდენტებმა, ასევე რამდენიმე მოთხოვნაც გააჟღერეს:
"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ღია საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური სწავლება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზია საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება. სტუდენტებს არ აქვთ სოციალური დაცვის საშუალებები, სტუდენტური საცხოვრებლის არქონდა და დაბალი სტიპენდია კი მათ სულს უხუთავს. [...]
ეს წინააღმდეგობა არის კონკრეტული ფორმითა და შინაარსით. ხელს ვუშლით სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და დღის წესრიგში ვაყენებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს: ჩვენ ვითხოვთ, გათავისუფლდნენ სტუდენტები და ყველა დაკავებული, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, სტიპენდიის საცხოვრებელ ხელფასამდე გაზრდას, განათლებისთვის დაფინანსების გაზრდასა და მაღალი ყოველწლიური გადასახადის გაუქმებას", - აცხადებენ სტუდენტები და ამასთან მოუწოდებენ სხვა სტუდენტებს, შეუერთდნენ მათ ბრძოლაში.
0
0