22/01/2025
23:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ევროპისთვის გამოწვევა იქნება, თუმცა ევროპა ძლიერი იქნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი გამოწვევა იქნება და ეს უკვე ნათელია. ევროპას და აშშ-ს აქვთ მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია. ჩვენ ასევე ვდგავართ ამ მყარ ფუნდამენტზე“, – აღნიშნა შოლცმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააანალიზებს დონალდ ტრაპის მიერ გამოცხადებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ ორივე ვთანხმდებით: ევროპა უნდა იყოს ძლიერი და მედეგი მსოფლიოში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ცვალებადია. ევროპა არ დაიმალება, არამედ იქნება კონსტრუქციული და თავდაჯერებული პარტნიორი. ამ საფუძველზე ჩვენ კარგად ვიმუშავებთ აშშ-თან და ამერიკის ახალ პრეზიდენტთან. ნატო არის ევროპაში უსაფრთხოების და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მთავარი გარანტორი“, – განაცხადა შოლცმა.
0
0