06/11/2024
10:41
პოლიტიკა
რაც შეეხება უსამშობლოებს, რა არის მათი მიზანი - დაგაბრალონ და შემდეგ შენ თავი უნდა იმართლო. თუ ამბობ, რომ გაყალბდა, წარმოადგინე მტკიცებულებები. ამას ვერ აკეთებენ, - ამის შესახებ მედიასთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა და ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციას პროკურატურასთან თანამშრომლობა არ უნდა.
„მიეცით ჩვენება, წამოიღეთ თქვენი არგუმენტები და ვიმსჯელოთ მოსამართლესთან. ეს არ უნდათ. არც პროკურატურასთან უნდათ თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თითოეული ამ უსამშობლოს მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ არჩევნები. ყველა ამ უბადრუკ, უარგუმენტო ბრალდებას პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0