11/04/2023
20:52
სპორტი
ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ, „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი „მილანთან“ 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩს გამოტოვებს.
ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც გუნდი „სან სიროზე“ სტეფანო პიოლის „როსონერის“ წინააღმდეგ პირველი მატჩისთვის გაემგზავრა და სიაში ნიგერიელი თავდამსხმელი არ არის.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა ნაკრებში მიყენებული ტრავმის შემდეგ მომჯობინება ვერ შეძლო და განაცხადში ვერ მოხვდა. ასევე გამოირიცხა არგენტინელი ჯოვანი სიმეონეს თამაშიც, რომელიც წინა ტურში „ლეჩესთან“ დაშავდა.
ამგავრად, „ნაპოლის“ ცენტრალური თავდამსხმელებიდან ერთადერთი ჯაკომო რასპადორია გამოჯანმრთელებული და სათამაშოდ მეტ-ნაკლებად მზად არის. სავარაუდოდ, ეს გამორიცხავს ვერსიას, რომ ცენტრფორვარდის როლში ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას ათამაშებდა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის „სან-სიროზე“ 12 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024