23/01/2025
16:17
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების დინამიკაზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებისა და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე.
სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ მიღწევებს.
ამასთან, აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ კვლავაც განაგრძობს საქართველოს თანადგომას ამ კუთხით.
0
0