23/01/2025
16:21
პოლიტიკა
მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე, განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება.
„მთავარია ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე, განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი. თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0