უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსული ჯარი უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევისთვის და ხარკოვის აღებისთვის ემზადება
05/04/2022
12:09
მსოფლიო
A-
+A
რუსული საოკუპაციო ჯარი უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევისთვის და ხარკოვის აღებისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.
„გრძელდება რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია თავდასხმითი ოპერაციებისთვის მომზადებაზე, რომელთა მიზანსაც უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევა და ხარკოვის აღება წარმოადგენს“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.
მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებას და რუსეთის აღმოსავლეთის და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან დამატებით ქვედანაყოფებს უკრაინის საზღვრებთან აგზავნის.
0
0
387
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%