28/01/2025
23:11
ტაბლოიდი
“28 & GLOWING ოქროს დაბადების დღე! ბავშვობიდან ველოდები ამ კონკრეტულ დღეს, როდესაც 28 იანვარს 28 წლის გავხდებოდი. რატომღაც მეგონა, რომ ამ დღეს რასაც ჩავიფიქრებდი ყველაფერი ამიხდებოდა. ამ გადმოსახედიდან კი ზუსტად ვიცი, რომ ოცნებების რეალიზებას კონკრეტული დღე არ განსაზღვრავს, ის მხოლოდ ჩვენს ხელშია. დღეს, ჩემი ცხოვრების ოქროს პერიოდს გავდივარ. მადლიერი ვარ სიყვარულისთვის, ყველა გაკვეთილისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ნამდვილად ვარ იღბლიანი ადამიანი და ყოველდღე ძალიან მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის და იმ ყველა ადამიანისთვის, ვინც ჩემს ცხოვრებაშია! ყოველ დღე მადლიერი ვარ იმ ნიჭის, რაც ღმერთმა მაჩუქა! დარმწუნებული ვარ, წინ ბევრი სიკაშკაშე და მეტი წარმატება იქნება, იქნება ახალი გამოწვევები, განცდები და გამოცდილება, რასაც ღირსეულად დავხვდები! მადლობას გეუბნებით თითოეულ გულშემატკივარს, ამდენი წლის მანძოლზე ამხელა სიყვარული მაჩუქეთ! მე დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ , წინ დიდიიი დაბადების დღის დღესასწაული და ალბომის პრეზენტაცია გველოდება, აბა, დროებით!" - წერს ნუცა ბუზალაძე.
0
0