11/07/2022
13:18
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს სამხრეთის სანაპირო ზონების დეოკუპაციის ბრძანება გასცა.
„უკრაინა საბრძოლო ძალებს აგროვებს, რომლებიც დასავლური იარაღით არიან აღჭურვილნი, რათა დაიბრუნონ თავიანთი სამხრეთ ტერიტორია რუსეთისგან“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვის თქმით, ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს უბრძანა, დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ზონები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. [...] მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მან.
0
0