16/11/2024
13:51
პოლიტიკა
15 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს
„ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა დოლიძემ უკვე მეორედ მიაყენა შეურაცხყოფა პირველი არხის ჟურნალისტს და, ამავე დროს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელ არხს ანგარიშსწორებით დაემუქრა. ჩვენ არ ვაპირებთ ქალბატონ ანა დოლიძესა და მის თანამოაზრეებთან პოლემიკას, თუ რამდენად შეესაბამება პროევროპულ სულისკვეთებას მედიის მიმართ მუქარა, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. თუმცა ვაცხადებთ, რომ, ამგვარი ინციდენტების მიუხედავად, მაინც გავაგრძელებთ პროფესიული მოვალეობის შესრულებას და მოვლენების გაშუქებას – ვაჩვენებთ იმას, რაც რეალურად ხდება და რასაც ვხედავთ და არა იმას, რაც ვიღაცებს სურთ, რომ დაგვანახონ. ასევე, მიუხედავად მუქარებისა, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვთ." - წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი
0
0