16/11/2024
14:10
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ოპოზიციის აქცია-მსვლელობაზე, რომელიც ამ დროისთვის აღმაშებლის ხეივანზე მიმდინარეობს, ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის იმისთვის, რომ გზა გადაიკეტოს.
როგორც სირაძემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ხელოვნურად ცდილობენ გზის გადაკეტვას.
მისივე თქმით, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.
პროპორციულად არის პოლიცია. არაერთხელ განმარტა პოლიციამ, რომ არსებობს კანონი ამ ქვეყანაში და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით, როცა ხალხის რაოდენობა არ არის იმდენი და სურთ, გზის შეფერხება მოახდინონ, შესაბამისად მოქმედებს პოლიცია. მოვუწოდეთ არაერთხელ, რის შემდგომაც გადავიყვანეთ გზიდან. 50 ადამიანი რომ გადადის გზაზე და ხელოვნურად კეტავს სხვადასხვა წერტილებში, არ შეიძლება“, – განაცხადა სირაძემ.
ცესკო-ში დღეს 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამაბელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს, რის პარალელურად ცესკო-ს შენობასთან აქცია მიმდინარეობსა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცესკო-დან აქცია-მსვლელობა დაიწყეს.
0
0