22/03/2022
23:43
მსოფლიო
„ხვალ ევროპაში მივემგზავრები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესახვედრად ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგიაა, სადაც შევხვდები ნატოს მოკავშირეებს, G7-ის ლიდერებსა და ევროკავშირის ლიდერებს, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს მისი შეჭრისთვის მძიმე ხარჯები დავაკისროთ. შემდეგ მე გავემგზავრები პოლონეთში, რათა გავმართო ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან. მოუთმენლად ველი ჩვენი რეაგირების განხილვას ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შექმნა. დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, თუმცა ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს თავისი ქმედებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
0
0
ბათუმში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
24/01/2025