24/01/2025
21:26
ტაბლოიდი
7 ოქტომბერს, ,,ჰამასის’’ თავდასხმას გადარჩენილი 24 წლის იუვალ რაფაელი ევროვიზიაზე ისრაელის წარმომადგენლად აირჩიეს.
,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ მენდობით - ჩემი ქვეყანა შვეიცარიაში, ევროვიზიის გრანდიოზულ სცენაზე, წარმოვადგინო,’’ - თქვა იუვალ რაფაელმა.
იუვალ რაფაელი ,,ნოვას’’ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, როდესაც ,,ჰამასმა’’ ღაზადან სამხრეთ ისრაელში საზღვრისპირა შეტევა განახორციელა. მოყვარული მომღერალი ფესტივალზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. რაფაელმა, მოგვიანებით, ისრაელის პარლამენტს განუცხადა, რომ ის, რვა საათის განმავლობაში, ცხედრების ქვეშ იმალებოდა.
ევროვიზიაზე ისრაელის წარმომადგენლად არჩევამდე, იუვალ რაფაელმა ისრაელის ტელევიზიის Rising Star-ის სიმღერის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. მან გაიმარჯვა ABBA-ს ,,Dancing Queen’’ შესრულებით, რომელიც ისრაელსა და ,,ჰამასს’’ შორის ომში დაღუპულებს მიუძღვნა.
0
0