24/01/2025
21:30
მსოფლიო
იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინელი მამაკაცი, რომელიც იაპონელ დედა-შვილს დანით თავს დაესხა და ჩინელი ქალი მოკლა, რომელიც მათ დაცვას ცდილობდა, სიკვდილით დასაჯეს. ჩინური სასამართლოს განცხადებით, 52 წლის ჟოუ ჯიაშენგმა თავდასხმა 24 ივნისს განახორციელა მას შემდეგ, რაც მან ,,სამსახურის დაკარგვისა და შემდგომ ვალებში ჩავარდნის გამო თვითმკვლელობა გადაწყვიტა.’’
ინციდენტი ჩინეთის პროვინცია სუჟოუში, იაპონური სკოლის წინ, მოხდა.
მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიმასა ჰაიაშიმ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ სასამართლომ აღნიშნული თავდასხმა "განზრახ მკვლელობად" შეაფასა. სასამართლოს განაჩენის გამოტანას ესწრებოდნენ შანხაიში იაპონიის საკონსულოს ოფიციალური პირები. ჰაიაშიმ დასძინა, რომ "უდანაშაულო ადამიანების", მათ შორის ბავშვის, დანით დაჭრა და მკვლელობა "აბსოლუტურად მიუტევებელია".
როგორც BBC-ი წერს, ჩინეთი საზოგადოებრივი ძალადობის ზრდას ებრძვის. „საზოგადოებაზე შურისძიების“ მოტივით, ბევრი ბოროტმოქმედი თავს ესხმის უცნობებს.
0
0