05/10/2024
12:18
მსოფლიო
უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემს აზრს არ ვიცვლი, თუმცა ვხედავ, რომ პრეზიდენტი დუდა სხვას ფიქრობს. უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ჩემი თანხმობა არ იქნება, თუ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება“, - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი „გლეხთა პარტია“ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება იქამდე, სანამ ტრაგედიის მსხვერპლის ექსჰუმაცია არ მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა წევრი სახელმწიფოები თანხმობას განაცხადებენ.
მისივე თქმით, „ანტიუკრაინული განწყობა გაიზრდება, თუ ხელისუფლება ვოლინის ტრაგედიის საკითხს არ მოაგვარებს“.
0
0