07/12/2022
14:14
კონფლიქტები
ნებისმიერი მუქარა, ან პროვოკაცია თურქეთის, ან აზერბაიჯანის წინააღმდეგ, არის საფრთხე ორივე ქვეყნის მიმართ. მეგობრებსა და მტრებს ქვეყნები ერთნაირად ხედავენ და როცა საჭიროა, იციან როგორ მოიქცნენ ერთიანი ჯარით. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ნებისმიერი მუქარა, ან პროვოკაცია თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მიმართულია ორივე ქვეყნის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ახორციელებს მათ. ჩვენ ერთად აღვიქვამთ ჩვენს მეგობარს მეგობრად, მტერს კი, მტრად. ჩვენ ვიცით, როგორ ვიყოთ ერთიანი ჯარი, ერთიანი ძალა, ერთი დარტყმით, როცა ეს საჭიროა“ - განაცხადა მინისტრმა.
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს სხვადასხვა ტიპის ჯარების პერსონალის, საბრძოლო და სპეციალური ინჟინერ-სასპარეზო აღჭურვილობის, ასევე სამხედრო თვითმფრინავების მონაწილეობით.
0
0