24/03/2022
12:49
მსოფლიო
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. და როდესაც ჩვენ ეს გამოგვივა – ეს იქნება გარდაუვალი – თქვენ, სულ მცირე, დაინახავთ ერთ რამეს: თქვენს შვილებს უკვე აღარ გაგზავნიან სასიკვდილოდ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე.
ამიტომ, თქვენ, რუსეთის მოქალაქეები ასევე დაინტერესებულნი ხართ მშვიდობით.ა გდაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან. მოუყევით სიმართლე ომის შესახებ. და, თუკი შეგიძლიათ, დატოვეთ რუსეთი, რადგან არ გადაიხადოთ თქვენი გადასახადები ომისთვის, გააკეთეთ ეს.
განა ეს სისულელე არ არის? თქვენი სახელმწიფო აგროვებს თქვენგან გადასახადებს, რომ თქვენ უბედურებაში ჩაგყაროთ. რომ მთელი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოგაქციონ. იმისთვის, რომ ადვილი იყოს თქვენი კონტროლი. და მარტივი იყოს ომში თქვენი გაგზავნა სასიკვდილოდ”. – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0