12/10/2024
12:24
სპორტი
საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა უკრაინასთან წაგებული (0:1) შეხვედრის შემდეგ თანაგუნდელები და გულშემატკივრები გაამხნევა და განაცხადა, რომ ამ წაგებით მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა არ დამთავრებულა.
„უკრაინასთან მარცხის მიზეზებს ანალიზი სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ისე ვერ ვითამშეთ, როგორც საჭირო იყო, განსაკუთრებით პირველი 20-25 წუთის განმავლობაში. ინტენსივობა და ორთაბრძოლის ხარისხი მაღალი არ იყო, რის გამოც დავისაჯეთ.
გოლის შემდეგ ვითარება გამოვასწორეთ, იყო ეპიზოდები, როდესაც უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ. შემდეგი თამაში თბილისში გვაქვს და იმედია, შედეგს გავაუმჯობესებთ.
მოედნის საფარს რაც შეეხება, მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ეს ხელს ორივე გუნდს უშლიდა. რაც შემეხება მე, ტრავმა არ მიმიღია, მხოლოდ სპაზმი მქონდა და საშიში არაფერია. აღდგენას მოვახერხებ და მომდევნო მატჩისთვის მზად ვიქნები“.
0
0