12/11/2024
16:37
მსოფლიო
ტრამპს ვურჩევდით, რომ საკუთარი წარსული პოლიტიკის წარუმატებლობა გაითვალისწინოს, - ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა განაცხადა.
„ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის კამპანიამ მიზანს ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხალხს ტვირთად დააწვა. მთავარი ქმედებები იქნება და არა სიტყვები, მაგრამ ტრამპს ვურჩევდით, რომ საკუთარი წარსული პოლიტიკის წარუმატებლობა გაითვალისწინოს“, - განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებები, ფატიმე მოჰაჯერანმა აღნიშნა, რომ ირანის მთავრობა ქვეყნის ინტერესების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.
„ყველაფერს, რაც ქვეყნის ინტერესებსა და რევოლუციის ღირებულებებს უზრუნველყოფს, მთავრობა განახორციელებს“, - აღნიშნა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.
0
0