10/01/2025
14:55
ტურიზმი
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ის ვერსიით, საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს.
„ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია მსოფლიოში, სავსეა მდიდარი ისტორიით და გარშემორტყმულია საქართველოს ბუნებრივი სილამაზით. უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა ევროპის და ათობით სხვა ქალაქიდან პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყეს, ქალაქი მოგზაურებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა“, - ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის დასაწყისში ქუთაისში ახალი ციფრული ინტერაქციული მუზეუმი გაიხსნება, რომელიც ყოფილ სამეფო რეზიდენციაში განთავსდება და ქალაქის 3500-წლიან ისტორიას ხაზს უსვამს. ახალ კულტურულ ცენტრში სახალხო საღამოები ტრადიციული ქართული ცეკვებითა და პოლიფონიური სიმღერებით მოეწყობა.
ქუთაისი, აგრეთვე, არის იდეალური ადგილი, კავკასიის მთებისა და შავი ზღვის სანაპიროს, მღვიმეების, სასახლეებისა და სოფლების დათვალიერების დასაწყებად. თუმცა, ტურისტებს შეუძლიათ მარტივად დარჩნენ ქალაქში და მისი ისტორიული ცენტრი დაათვალიერონ, მათ შორის ცნობილი „მწვანე ბაზარი“, კაფეები, ბარები, რესტორნები და ძველი ეკლესიები, წერს სტატიის ავტორი.
The New York Times-ს 2025 წელს სამოგზაუროდ სულ 52 ადგილი აქვს შერჩეული.
0
0