10/01/2025
18:57
პოლიტიკა
კი, ომის პროპაგანდამ იმუშავა, ვინც საპირისპიროს ამბობს, ან იტყუება, ან წინასაარჩევნოდ ერთი დღეც არ ჩასულა რეგიონში, ამას კავშირი არ აქვს არჩევნების გაყალბებასთან, კი, არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ხალხი, ვისაც პროპაგანდის სჯერა, მსხვერპლია, მსხვერპლს კი შველა სჭირდება.
„კი, ომის პროპაგანდამ იმუშავა. ვინც საპირისპიროს ამბობს ნიშნავს, რომ ან იტყუება, ან წინასაარჩევნოდ ერთი დღეც არ ჩასულა რეგიონში. და საერთოდ არ აქვს ამას კავშირი არჩევნების გაყალბებასთან. კი, არჩევნები გაყალბდა. ვმუშაობდით თუ არა ჩვენ ამ მიმართულებით? კი, ვმუშაობდით. ამას ვაკეთებდით მოქალაქეებთან თითოეული შეხვედრისას და არამხოლოდ (გადახედეთ ჩვენს პოლიტიკურ მესიჯებს). საკმარისი იყო? რა თქმა უნდა, არა. მწირი რესურსი გვქონდა და მაინც გაყალბებული არჩევნების პირობებში, დამოუკიდებლად ავიღეთ 8%. ვისაც ოლიგარქები, კორუფციული ფული ან მედია ჰქონდა შეეძლო მეტი მოეხმარა ამ კეთილი საქმისთვის.
ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ასეა, რომ ხალხი, ვისაც ამ პროპაგანდის სჯერა, მსხვერპლია და მსხვერპლს სჭირდება შველა, რისი რესურსიც ყველას ერთად გვაქვს, მით უმეტეს საუბარია ამავდროულად რეჟიმის პროპაგანდის შესუსტებით, მეტი ადამიანის ჩვენკენ გადმოყვანაზე. ამაზე მეტს არ ვიტყვი. ჯობია, ვისაც ეს აქამდე არ გაუკეთებია, ახლა იზრუნოს. პ.ს. კი, ანტილგბტ პროპაგანდამაც იმუშავა“, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0