31/03/2022
14:19
ეკონომიკა
მინისტრის თქმით, მარტის წინასწარი მონაცემებიც დამაიმედებელია.
„ზოგადად იანვარ-თებერვალში არა მხოლოდ მთლიანად ეკონომიკა გაიზარდა და ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა დარგს შეეხო ზრდა, ასევე ექსპორტიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ექსპორტი არის 62 პროცენტით გაზრდილი და მთლიანი ექსპორტი 60 პროცენტით გაიზარდა, რაც მართლაც შთამბეჭდავი მონაცემებია. ასევე, 13 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი ფულადი გზავნილები, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მაკროეკონომიკური სტაბილურობა შესაბამისად შენარჩუნებული უნდა იყოს შემდგომ პერიოდშიც, მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში შეიქმნა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება მოხდეს, რასაც მაკომპენსირებელი ფქტორი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური ზრდა წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
0
0