მჯერა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის - მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნას ულოცავს
21/01/2025
16:20
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„გულითადად ვულოცავ აშშ-ის ახალდანიშნულ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას და კავშირების გაძლიერებას. ღრმად მჯერა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!“ – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად გუშინ დაამტკიცეს. სენატმა გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით მიიღო.
0
0
48
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%