21/01/2025
16:07
პოლიტიკა
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა როგორ და რა ფორმით დაესწრნენ ინაუგურაციას საქართველოდან ვაშინგტონში ჩასული ოპოზიციის ლიდერები.
პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე ღნისძიებას საპატიო ადგილიდან ესწრებოდა, სადაც ათასი მოწვეული სტუმარი იყო.
"გიორგი ვაშაძე იყო ძალიან საპატიო ადგილას, დარბაზში, სადაც ათასი მოწვეული სტუმარი იყო. გიორგი ვაშაძე ვერ მოხვდებოდა პრეზიდენტების გვერდით, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტი," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", ლანა გალდავა ამბობს, რომ ამბობს, რომ საინაუგურაციო საზეიმო ღონისძიებაში კონგრესმენების უშუალო მიწვევით მიიღეს მონაწილეობა.
"კონგრესმენების უშუალო მიწვევით ვიღებდით მონაწილეობას ტრამპის საინაუგურაციო საზეიმო ღონისძიებაში. რაც შეეხება უშუალოდ მთავარ დარბაზში მონაწილეობას, თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საინაუგურაციო საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მთავარ დარბაზში ყოფილიყო მთავარი ღონისძიება, რომელიც იტევდა მხოლოდ 600 კაცს და თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ კონგრესმენების რაოდენობა არის ძირითადად შემავსებელი ამ ნაწილის და უშუალოდ ის პირები, რომლებიც არიან ღონისძიების მონაწილეები," - აცხადებს ლანა გალდავა.
0
0