03/08/2024
19:50
სამართალი
თბილისში დააკავეს აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ინფორმაციას მისი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყებაშაში აცხადებენ, რომ ის 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა და ექსტრადირების მიზნით დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა", - აცხადებენ შსს-ში.
რამდენიმე კვირის წინ სადიგოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის გარდა სხვა მიმართულებით გაფრენის უფლება არ მისცეს.
0
0