26/11/2024
14:41
მსოფლიო
როგორც The Telegraph-ი წერს, გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი შეასრულებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერს, „თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება“.
გასულ კვირას, უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც ეხება უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მიერ ათასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანას.
„თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, მას აუცილებლად დავაპატიმრებთ. ეს გერმანიის იუსტიციის მინისტრმაც დაადასტურა“, - განაცხადა ანკა ფელდჰუსენმა პრესკონფერენციაზე.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასევე მხარი დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
„არავინ დგას კანონზე მაღლა“, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს გასულ კვირას იაპონიაში ვიზიტის დროს.
როგორც The Telegraph-ი წერს, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტის დაკავება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებისა და ფრონტის ჯარებისთვის ინტერპრეტირებულია, როგორც „სიგნალი“, რომ საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში მიმდინარე სასტიკ ქმედებებში მონაწილე ყველა პირს დასჯის.
0
0