26/11/2024
16:18
პოლიტიკა
ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ დანაშაული არ ჩაიდინა, თმის ღერი არ ჩამოუვარდება არავის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
გომელაურს კითხვა დაუსვეს, „რატომ აკავებდა პოლიცია მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებს ძალადობრივად“.
ამასთან, მედიის წარმომადგენელმა ვახტანგ გომელაურს მიმართა, რის საფუძველზე დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი.
„ოპერატორის დაკავებას რაც შეეხება, ის ადმინისტრაციულად დააკავეს, მიმდინარეობს საქმე. ზუსტად ვერ გაგცემთ პასუხს და ვერ გეტყვით, სწორად დააკავეს თუ არასწორად, ამას იტყვის გამოძიება. შეხლა-შემოხლა იყო, ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს, ზუსტად იქ იდგა ეს ადამიანიც. არ ვამბობ, რომ ის ურტყამდა ჯოხს. ძალიან ბევრი ხალხი იყო. გამოძიება დაიწყო ასევე სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ. რამე თუ დავაშავეთ, ჩემი თამადობით, პასუხს ვაგებთ, მაგრამ ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ დანაშაული არ ჩაიდინა, პირდაპირ გეუბნებით, თმის ღერი არ ჩამოუვარდება არავის. თუ დავაშავეთ, ღირსეულად ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
0
0