06/11/2024
09:14
პოლიტიკა
ოპოზიციური კოალიციები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას გამართავენ.
ოპოზიციონერი ლიდერები და მოქალაქეები სასამართლოსთან შეკრებას 11:00 საათიდან გეგმავენ. ამ დროისთვისაა ჩანიშნული სააპელაციო სასამართლოში, ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა.
"სასამართლო პროცესი 6 ნოემბრისთვის გადაიდო. 12:00 საათზე არის ერთი პროცესი, ხოლო მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. 6 ნოემბერს, 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, მათ ფაქტობრივად სასამართლო დახურეს, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის.
ყოველდღე წინააღმდეგობა გვექნება, სანამ სისტემას ბოლომდე არ ჩამოვშლით. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას არავის არ დავუთმობთ!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ სააპელაციო სასამართლოსთან გუშინ გამართულ აქციაზე.
0
0