23/03/2022
20:01
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასევე აღსანიშნავია ფრონტის ხაზის მიღმა არსებული ვითარება ოკუპირებულ უკრაინაში.
„ალყის და დაბომბვის შემდეგ ოკუპაციის რეალობა ასევე საშინელია. ახალი საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებს წამლები ეწურებათ, ასობით ადამიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში აფრიალებენ ლურჯ-ყვითელ დროშებს ოკუპანტი ჯარისკაცების პირისპირ. ეს არ შეწყვეტილა, როდესაც რუსი ჯარისკაცები მათ სცემენ და ესვრიან. თავისუფლებას აქვს სახელი და მისი სახელია უკრაინა. დღეს უკრაინის დროშა თავისუფლების დროშაა. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიზნად ისახავს, რომ ეს ომი გახდეს პუტინის სტრატეგიული მარცხი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სწორედ ამიტომ „შეთანხმდა ევროკავშირში დამატებით ერთი მილიარდი ევროს დახმარება მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის“.
„უკრაინის დახმარება ასევე ნიშნავს იმ რესურსების ამოწურვას, რომელსაც პუტინი იყენებს საშინელი ომის დასაფინანსებლად. რუსეთს შევუზღუდეთ წვდომა ჩვენს ბაზარზე, რადგან რუსეთმა არ უნდა ისარგებლოს იმავე წესებზე დაფუძნებული წესრიგისგან, რომელსაც თავად მასშტაბურად არღვევს. ჩვენ ვაჩერებთ ევროპულ ინვესტიციებს რუსეთის ენერგოსექტორში, რადგან არ უნდა გავაძლიეროთ ენერგოდამოკიდებულება, რომელიც გვსურს, რომ უკან მოვიტოვოთ. ჩვენი კონტინენტი შეირყა ტექტონიკური ცვლილებებით, რომელიც არ ყოფილა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
0
0
ბათუმში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
24/01/2025