04/10/2024
11:45
მსოფლიო
ლონდონის ცენტრში, ვესტმინსტერის აკადემიის მახლობლად, საშუალო სკოლის 14 წლის მოსწავლეს ტიგან მაკფარლეინს ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა და მჟავა შეასხა, რის შედეგადაც, ბავშვმა მძიმე დამწვრობითი დაზიანებები მიიღო. ასევე დაშავდა 16 წლის ბიჭი და 27 წლის მასწავლებელი.
როგორც გოგონას მამამ კორი მაკფარლეინმა განაცხადა, ბავშვს არ სურს სკოლაში დაბრუნება, რადგან ინციდენტმა "მას ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენა".
"ტიგანი სხვა სკოლაში უნდა გადავიყვანოთ. ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რადგან მას მძიმე, ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. პოლიცია იძიებს, უკავშირდება თუ არა თავდასხმა სკოლაში არსებულ რაიმე სახის კამათს და, ვინ არის პასუხისმგებელი ამ შოკისმომგვრელ ინციდენტზე,“ - თქვა მაკფარლეინმა.
ექიმების ინფორმაციით, შესაძლებელია, ტიგან მაკფარლეინს კანის გადანერგვა და გრძელვადიანი რეაბილიტაცია დასჭირდეს.
პოლიციამ მაღალ, გამხდარ ფერადკანიან მამაკაცზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც ინციდენტის დროს, ნაშუადღევს, ვესტმინსტერის აკადემიასთან არსებულ სკოლაში ელექტრონული სკუტერით მივიდა.
0
0