26/07/2024
10:07
სპორტი
მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს, რადგან მესამედ მომეცემა საშუალება, რომ ჩემი ქვეყნის დროშა გავიტანო მთელი მსოფლიოს წინაშე, - ამის შესახებ მიზანში მსროლელმა, სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს ოლიმპიადაზე დროშა სამჯერ არ გაუტანია და ეს რეკორდია.
„იყო შენი ქვეყნის მედროშე, პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს, რადგან მესამედ მომეცემა საშუალება, რომ ჩემი ქვეყნის დროშა გავიტანო მთელი მსოფლიოს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მე გახსნის მეორე დღეს მაქვს სტარტი, 27-ში მაინც დავთანხმდი ამ რთულ და საპასუხისმგებლო მისიას. სიამაყის გრძნობა მაქვს, მიხარია, რომ ისევ ლაშა ტალახაძესთან ერთად გავიტან ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს. თან რეკორდია, რომ არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს სამჯერ დროშა არ გაუტანია“,- აღნიშნა სალუქვაძემ.
0
0