შოლცი აცხადებს, რომ მზად არის, მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში შობამდე დანიშნოს
11/11/2024
08:57
მსოფლიო
A-
+A
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მზად არის, მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში შობამდე დანიშნოს.
„ჩემთვის პრობლემა არ არის, რომ მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა შობის წინ დავნიშნო, თუ ყველა თანახმაა“, – განუცხადა შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მედია აღნიშნავს, რომ შოლცმა თავდაპირველად კენჭისყრა 15 იანვარს დანიშნა, მაგრამ მზარდმა ზეწოლამ აიძულა, თარიღი შეეცვალა.
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი იყოს სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ვადამდელ არჩევნებზე. გამოკითხულთა 57 პროცენტი მხარს უჭერს ბორის პისტორიუსის კანდიდატურას, 13 პროცენტი კი – ოლაფ შოლცს.
0
0
60
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%