13/11/2024
13:55
მსოფლიო
ლიეტუვის მომავალი პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი, რომელიც „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას წარმოადგენს, აპირებს ჩინეთთან ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
მისი განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ალტერნატივა არ გააჩნია. გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ლიეტუვის ელჩის დაბრუნება პეკინში.
ურთიერთობები ვილნიუსსა და პეკინს შორის ლიეტუვაში ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ დაიძაბა, რის შედეგადაც გამოწვეულ იქნა ლიეტუვის ელჩი პეკინიდან.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პალუცკასს პირადი ბიზნეს კონტაქტები აქვს ჩინეთთან. კერძოდ, ლიეტუვური კომპანია Garnis-ი, რომლის წილსაც ამჟამად პრემიერობის კანდიდატი ფლობს, ახორციელებს ჩინური ლითიუმის ბატარეებს იმპორტს ქვეყანაში.
0
0